ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება
30 ივლისი, 2018

კურორტ ბახმაროს განვითარებისთვის კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღლეებზე” დაიწყო.

ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, ამ კამპანიის მიზანია კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა; სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის; პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე.

წილოსანი კამპანიის სამუშაო ჯგუფში იწვევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს,  ბახმაროს, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის გონივრულ განვითარებაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.