ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა
03 აპრილი, 2018

წლის ბოლომდე კურორტ “გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა და სამომავლოდ, ზამთრის სეზონზე რეგულარული ფრენები განხორციელდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, კურორტ “გოდერძის“ მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე მზარდი მოთხოვნაა.

ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ტერიტორია უკვე შერჩეულია, მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. როგორც მინისტრი განმარტავს, კომპანია ასაფრენ-დასაფრები ბილიკის მშენებლობის ვალდებულებასა და კომპანიების მოზიდვაზე, ან თავად ვერტმფრენების შემოყვანაზე იქნება პასუხისმგებელი.

მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდეს.

„წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილია კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა. ტურისტების მზარდი დაინტერესების გამო, კერძო კომპანიები თავად ქირაობდნენ ვერტმფრენებს, რათა კურორტზე ტურისტები შემოეყვანათ. მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულების ჩამოსაყვანად რამდენიმე რეისი განახორციელა.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.