ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძის 1500 ახალი განთავსების ადგილი ექნება - აჭარის მთავრობა
29 იანვარი, 2024

კურორტ გოდერძიზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად  დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს.

პარალელურად სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო  და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც  კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.