„გოდერძის კურორტზე აჭარის მთავრობა 150 მლნ ლარს დახარჯავს“-ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის მთავრობის ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მთიანი აჭარის განვითარება მათს პრიორიტეტებში შედის, შესაბამისად რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც მათ შორის გოდერძის კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.
„დღეის მდგომარეობით 19 მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. საერთო ჯამში მობილიზებული იქნება 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ პროექტის დასრულების შემდეგ გოდერძიზე შეიქმნება 1300-დე განთავსების ადგილი.
ჩვენ ვახორციელებთ არამარტო გოდერძის, არამედ მიმდებარე ლოკაციების განვითარებასაც. გასულ კვირას გამოვაცხადეთ ბეშუმის განაშენინების გეგმის კონცეფციის კვლევა, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება კურორტ ბეშუმის და გოდერძის ერთმანეთთან დაკავშირება“-აცახდებს ფუტკარაძე.
მისი თქმით, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე გაზმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გოდერძიც.
კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება, სადაც აჭარის მთავრობა ინვესტიციებს ახორციელებს, არის მწვანე ტბა, რომლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უკვე გამოყო 1 მილიონი ლარი.
bm.ge