ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძიზე 2020 წლისთვის ახალი სასტუმროები გაიხსნება
13 თებერვალი, 2018

კურორტ გოდერძის კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო 9 მაღალი კლასის, სპორტული სივრცეებით, კინოთეატრებით, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრებით აღჭურვილი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 3 წლის ვადაში დასრულდება.

კურორტ გოდერძიზე წელს პირველად მოეწყო თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები, რესტორანი; სივრცე მოზარდებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის; 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა და დამონტაჟდა ბიგელი; მოეწყო საინვესტიციო მიწის ნაკვეთების დამაკავშირებელი 1720 მ შიდა გზა; ვიზიტორებს შიდა გადაადგილებისთვის ემსახურება თოვლმავალი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოსთვის აჭარის მთავრობამ კურორტზე 16 მლნ ლარის 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დაანონსა, რომელიც “გოდერძიზე“ 254 სასტუმრო ნომრის აშენებას გულისხმობს.

საინვესტიციო პროექტებს შორის დასახელდა: 100 ნომრიანი სასტუმრო - კომპანია "ნიუ გოდერძი" - 4 000 000 ლარი ინვესტიცია; ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება - კომპანია - "გთემ გროუპი"- 4 500 000 ლარის ინვესტიცია; 15 კოტეჯი (ჯამში 32 ნომრიანი) - კომპანია „ARINA’S PLACE” - 1 200 000 დოლარის ინვესტიცია; 90 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი - კომპანია "ნიუ თაიმ" - 1 500 000 აშშ დოლარი ინვესტიცია.

მანამდე კურორტზე უკვე დაწყებული იყო 80 მილიონ ლარის ინვესტიციის მოცულობის პროექტები, რომელიც 435 განთავსების ადგილს შექმნის.

კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
გოდერძის სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ყველაზე მაღალი სადგური კი ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.