ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება
12 დეკემბერი, 2017

კურორტ „გოდერძიზე“ 4 საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 15 790 000 ლარია და კურორტს დამატებით 254 სასტუმრო ნომერი შეემატება.

ახალი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კურორტზე აშენდება 100 ნომრიანი სასტუმრო. პროექტს კომპანია "ნიუ გოდერძი" განახორციელებს და მასში 4 000 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობის პროცესში 70, მშენებლობის დასრულების შემდეგ -15 ადამიანი დასაქმდება.

მეორე პროექტი ტბის მოწყობას და 14 კოტეჯის ამოქმედებას ითვალისიწნებს. პროექტს კომპანია "გთემ გრუპი" განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 ლარია.  მშენებლობის პროცესში 60, მშენებლობის დასრულების შემდეგ-20 ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ARINA’S PLAC-ი” 15 კოტეჯს (ჯამში 32 ნომრიანი) მოაწყობს, რაშიც 1 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობის პროცესში 30, მშენებლობის დასრულების შემდეგ-15 ადამიანი დასაქმდება.

90 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსს ააშენებს კომპანია "ნიუ თაიმი". პროექტეის საინვესტიციო ღირებულება 1 500 000 აშშ დოლარი იქნება. მშენებლობის პროცესში 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ - 25 ადამიანი დასაქმდება.

პროექტების განხორციელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.

როგორც სამინისტროში ამბობენ, კურორტ "გოდერძის" ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. უკვე დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი.

ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს:

ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარი, შეიქმნება 500 ახალი სამუშაო ადგილი და 435 განთავსების ადგილი.

კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. "გოდერძის" სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ყველაზე მაღალი სადგური კი ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.