ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძიზე 6 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება
08 აგვისტო, 2017

კურორტ გოდერძიზე 6 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება. 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.

სასტუმრო GOLDMINE-ის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

GSP GROUP –  ათი 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.

45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი MOUNTAIN SKY-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2,4 მლნ ლარი ჩაიდება. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას დღეს ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ ასევე დაათვალიერა სასტუმროების „მეტრო ატლას ჯორჯია“ და „ალიანსი რიზორტის“ სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.