კურორტ „გოდერძზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს.
ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგემება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება.
www.bm.ge