კურორტ კოდერძისადმი დამსვენებელთა ინტერესი იზრდება. კურორტ გოდერძის ადმინისტრაციის ცნობით, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული.
გოდერძს სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას კურორტზე არსებული სასრიალო ტრასებით და თოვლის ხარისხით გამოხატავენ.
წლევანდელ სეზონზე კურორტზე საბავშვო-სათხილამურო ხალიჩა გაიხსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე ამბობს, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულებს მოიზიდავს აჭარაში, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას როგორც კურორტ გოდერძის მიმდებარე სოფლებში, ისე ქალაქ ბათუმში.
www.travelingeorgia.ge