სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე’’ დასასვენებელი კომპლექსი „რამადას“ შენობის კარკასის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
100 ნომრიანი სასტუმრო 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლს უმასპინძლებს.
დასასვენებელ კომპლექსში დაგეგმილია საცურაო აუზის, ტენისის კორტების, ბავშვთა გასართობი ცენტრის, ბარის, რესტორნის, გამაჯანსაღებელი სივრცეების, კაზინოს, საკონფერენციო დარბაზისა და მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა.
პროექტს “ალიანს ჯგუფი” Wyndham Hotel Group-თან ერთად ახორციელბს და კომპლექსი Ramada-ს ბრენდით იქნება წარმოდგენილი.
www.bpi.ge