აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კურორტის ტერიტორიაზე საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული აქვთ მიწის ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო.
ამ დროისთვის მოქალაქეებთან 14 ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
შესაბამისმა კომისიამ მოქალაქეთა დამატებით განცხადებები დღევანდელ სხდომაზე განიხილა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესი გრძელდება. კომპენსაციების მიღებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ: საკადასტრო-აზომვითი ნახაზი; 2 მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება – ამ დოკუმენტებით დადასტურდება, რომ მოქალაქეს ბოლო 10 წლის განმავლობაში 2016 წლის დეკემბრამდე ან თვითნებურად აქვს დაკავებული, ან მართლზომიერ, ან საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი. კომპენსაციების გაცემის შემდეგ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი დაიწყება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია, რომლის განხილვის შემდეგაც ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება.
„გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების დოკუმენტით ტერიტორიის ზონირება განხორციელდა. განსაზრღვრულია კონკრეტულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახეები. განაშენიანების დოკუმენტი კურორტზე მაღალი დონის სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.
www.bpi.ge