ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ “გოდერძიზე” საპრივატიზაციო პროცესი იწყება
03 ივლისი, 2017

კურორტი „გოდერძის“ საინვესტიციო ტერიტორიების ათვისების პროცესი იწყება. უკვე შეიქმნა კურორტის განშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის განვითარება მოხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა და კურორტის სამომავლო განვითარების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძებებზე ესაუბრა. შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ მოსახლეობის წინადადებები მოისმინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის თქმით, სამინისტროში საინვესტიციო წინადადებების მიღების პროცესი უკვე დაწყებულია, რომლის განხილვის შემდეგაც ელექტრონული აუქციონების გამოცხადების პროცესი დაიწყება.

„გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების დოკუმენტით ტერიტორიის ზონირება განხორციელდა. განსაზრღვრულია კონკრეტულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახეები. განაშენიანების დოკუმენტი კურორტზე მაღალი დონის სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.

უკვე დაწყებულია კურორტის შიდა გზების მოწყობის პროცედურები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. ახალი გზები კუორტზე არსებული საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებისადმი ინტერესის ზრდას შეუწყობს ხელს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.