სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძიზე" სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. კურორტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთის კურორტების სააგენტო ერთად გახსნიან. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კურორტზე მდებარე კოტეჯებში 72 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, სასტუმროში კი 30-ის.
გენერალური განაშენიანების გეგმის დასრულების შემდეგ კურორტი ერთდროულად 7500 ვიზიტორს დაიტევს.
imedinews.ge