კურორტ გოდერძისადმი ვიზიტორთა ინტერესი იზრდება. როგორც აჭარის ტელევიზიასთან კურორტის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, წლევანდელ სეზონზე გოდერძს ოთხჯერ მეტი ვიზიტორი უკვე ეწვია.
„სეზონის შუა პერიოდია და აქტივობა საკმაოდ დიდია. ტურისტების რაოდენობა ვიქნედების გარდაც დიდია, ეს აისახება განთავსების ადგილების ჯავშანზე“, - განაცხადა ჭურკვეიძემ.
რაც შეეხება ტრასებს, ჭურკვაძე ამბობს, რომ მაღალ დონეზეა მოწესრიგებული.
კურორტ გოდერძზე სტუმრებს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო ემსახურება. მოწყობილია გონდოლის და ბაბლის ტიპის საბაგირო, ტრასების სიგრძე 8 კილომეტრია. ღია ცის ქვეშ მოქმედებს კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.
www.travelingeorgia.ge