კურორტ გუდაურს 2018-2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე სამი ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება.
ამას ითვალისიწნებს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საბაგიროების მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს გუდაურის საბაგიროებიდან „პირველისა“ და „სოლიკოს“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე „კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას.
„საბაგიროები „სოლიკო“ და „კუდები“ ღია ბაბლის ტიპის 6 ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე 6 ადგილიანი.
საბაგიროები „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ 1987 წელს აშენდა და მათი გამტარუნარიანობა დაბალი იყო. „პირველის“ და “სოლიკოს“ გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი „კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.
ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.
www.travelingeorgia.ge