ბორჯომის მუნიციპალიტეტის კურორტ ლიბანში, ყოფილი უმოქმედო სანატორიუმი „ლიბანის“ ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება.
სასტუმროს მშენებლობაში ინვესტორი 8 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება. ინვესტორმა უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში 1 003 000 ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე სულ მცირე 70 ნომერზე გათვლილი სასტუმრო ააშენოს.
www.travelingeorgia.ge