ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ საწირემდე რკინიგზა მივა
18 ივლისი, 2017

იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ საწირემდე რკინიგზა მივა. ადგილზე ძველი სადგურის დემონტაჟისა და ახალი სადგურის მოწყობის ტენდერში კომპანია TG Union-მა გაიმარჯვა. 

ტენდერის თანხა 226 300 ლარია. კომპანია ვალდებულია, სამუშაოები ოქტომბერში დაასრულოს. 

საწირეში რკინიგზის სადგურის მოწყობა კურორტის განვითარების პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. კურორტ საწირეს განვითარებისთვის სულ 15 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება. კურორტის განვითარების სტრატეგია ორ ძირითად მიმართულეას მოიცავს - ესაა მყარი ინფრასტრუქტურის უზრუნველფა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფონდი სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს. მეორე ეტაპი უკვე არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება რასაც 2-3 წელი დასჭირდება. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.