ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კურორტი ახტალა“ იყიდება
17 მაისი, 2018

კომპანია „კურორტი ახტალა“ იყიდება. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ქონების სახელმწიფო ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე უკვე გამოიტანა “კურორტი ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალ ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %).

საწყისი ღირებულება 3,755 მლნ ლარია. აუქციონი 14 ივნისისთვისაა ჩანიშნული.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. 
კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.