ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტი „გომარდული“ დამსვენებლის მისაღებად მზადაა
20 დეკემბერი, 2017

5-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი „გომარდული“ მზადაა დამსვენებლი მიიღოს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა, გომარდული ერთ კვირაში გაიხსნება.

მისივე თქმით, კურორტზე 6 კოტეჯი უკვე მოქმედებს, დასრულებულია დიდი საკონფერენციო დარბაზი, ასევე 8 კმ გზა ასვალტირებულია, დაწყებულია შიდა ტერიტორიის მოწყობაც.

როგორც აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძე განაცხადა, წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა აქციონერებთან (სს „გომარდული“) საგადასახადო შეთანხმება, ახლა შეთანხმება მიღწეულია, აქციონერთან უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება და როგორც მინისტრი ამბობს, აჭარას შეემატება თანამედროვე ტიპის კურორტი.

აჭარის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ კურორტის გახსნის შემდეგ ინვესტორები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გასაცემი კომპენსაციის შესახებ. მისი თქმით, გოდერძის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის და პროექტი განაშენიანების გენერალური გეგმის ფარგლებში ხორციელდება. კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხა 3 139 306 ლარს შეადგენს.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.