ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო 2017 წლიდან დაიწყებს ოპერირებას. სამვარსკვლავიან სასტუმროს „ბესთ ვესტერნი“ საპარტნიორო ფონდი და კომპანია „კაპიტოლ გოლდინგი“ ააშენებენ.
„ეს შედარებით მცირე ზომის სასტუმრო იქნება, თუმცა ქუთაისისთვის ძალიან კარგია. პროექტში 49%-ით საპარტნიორო ფონდი, 51%-ით კი ქართული ლოკალური ინვესტორი „კაპიტოლ ჰოლდინგია“ წარმოდგენილი. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი დოლარია“, - აცხადებს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება და იგი 40სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერით იქნება უზრუნველყოფილი . სასტუმროში განთავსებული იქნება 3 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორნები.
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. „ბესთ ვესტერნი“ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს.
commersant.ge