ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება
06 ივლისი, 2023

ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში პარლამენტის უფუნქციოდ დარჩენილი შენობის დატვირთვა იგეგმება.

"პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და სტუდენტების ტექნოლოგიური მიმართულებით ჩართვას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტში ჩაერთვება ქუთაისის ტექნოლოგური უნივერსიტეტი და ისიც იქნება ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

მთლიანობაში, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტში ათეულობით მილიონი დოლარი ჩაიდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.