ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის შემოვლითი 41.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა იწყება
18 ოქტომბერი, 2018

ქუთაისის შემოვლითი ახალი, 41.3 კმ-იანი გზის მშენებლობა იწყება. ტენდერი, ოთხივე ლოტზე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 30 კალენდარული დღე ექნებათ.

არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება. როგორც რეგიონალური განვითარებისა და უინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და საგზაო უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

„დღეს მოვიწვიეთ ქართული და საერთაშორისო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დიპლომატიური ატაშეები, მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია სატენდერო პირობებისა და პროექტის შესახებ. ასევე, ვთხოვეთ ინფორმაცია მიაწოდონ თავისი ქვეყნის კომპანიებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტის გზა. ამასთან, მივესალმებით თუ ქართული კომპანიები შეძლებენ სატენდერო პირობების დაკმაყოფილებას და მიიღებენ მონაწილეობას პროექტში,“ - განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც პროექტის სატენდერო პირობები ქართულ და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ ატაშეებს წარუდგინა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია და ის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი დაყოფილია 4 ლოტად, რაც მეტ კომპანიას მისცემს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას. 

ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.