ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება.
მშენებლობა იგეგმება აღმაშენებლის ქუჩაზე, 1984-1985 წლებში დაწყებული და შეჩერებული სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა სტადიონის ტერიტორიის შემოღობვა ცენტრალური ქუჩის მხარეს, სტადიონის მოედნის ირგვლივ სადრენაჟო სამუშაოები და მოედნის მარცხნივ და მარჯვნივ რკინა-ბეტონის ტრიბუნების მშენებლობა მაყურებელთათვის, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამად ექვემდებარება დემონტაჟს.
სტადიონის ფართი 75020.00 კვ.მ-ია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 178 335 ლარია.
www.travelingeorgia.com