ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კვების პროდუქტების მწარმოებლებს ელენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირდებათ
30 დეკემბერი, 2020

2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირდებათ.

“ელექტროენერგიის ტარიფი არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ იურიდიული პირებისთვისაც გაიზრდება. არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი საბოლოო მომხმარებლისთვის პროფუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებით, ყველა იმ კომპანიას, ადგილობრივ წარმოებას, რომელიც საკვები პროდუქტების წარმოების პირველად საქმიანობაშია ჩართული, სრულად დაუსუბსიდირდება ნაზარდი ტარიფი 50%-ით 2021 წლის განმავლობაში”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.