ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვევრის გახსნის რიტუალი - „აჭარული” ღვინის სახლის ახალი სერვისი ქართულ ბაზარზე
22 აგვისტო, 2018

აჭარული ღვინის სახლმა ბაზარზე ახალი შეთავაზება გამოიტანა. აჭარული ღვინის სახლი ერთ-ერთი პირველია იმ ტურისტულ დესტინაციებს შორის, რომელიც უნიკალურ სერვისს - ქვევრის გახსნის რიტუალს სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს.

აჭარულ ღვინის სახლში განმარტავენ, რომ ეს სიახლე განსაკუთრებით მოსწონთ მექორწილეებს. წყვილი სტუმრების თანდასწრებით ხსნის სახელობით ქვევრს.

„რიტუალი ამაღლებს განწყობას, ორშიმოთი დაგემოვნებულ ღვინოს კი სულ სხვა ემოციები მოაქვს, იგი ქმნის ქართულ-ტრადიციულ გარემოს და დაუვიწყარ მოგონებებს სტუმრებსა და ვიზიტორებს შორის“, - განმარტავენ ღვინის სახლში

იქვე დასძენენ, რომ შატოს ტიპის რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესტინაციაა აჭარაში. წელიწადში ვიზიტორების რაოდენობა 100 000 -ს აჭარბებს. იგი მოიცავს ვენახს, ღვინის ქარხანას, ენოთეკას, მარანს კასრებითა და ქვევრებით, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ დარბაზებსა და ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებს. მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ქვევრის გახსნის რიტუალზე დასასწრებად ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან უკვე არის ჯავშნები.

წყვილები ჩამოსვლას და ქორწინებას გეგმავენ ოქტომბერ-ნოემბერში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.