ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კვლევა: საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორთა ოცეულშია
02 სექტემბერი, 2019

აშშ-ის ღვინის ეკონომისტების ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა.

ასოციაციამ კვლევა 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საფრანგეთი ლიდერობს, მეორეა იტალია, მესამე კი ესპანეთი.

7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა The Independenet-მა ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის სია გამოაქვეყნა, სადაც ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვეიცარია და მაკედონია, საქართველოც მოხვდა ორი ქართული ღვინით – „ოროველას“ საფერავი 2008 და „იბერიულის“ ქისი 2017.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.