ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმრო და კაფეტერია მოეწყობა
20 მარტი, 2019

ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმროსა და კაფეტერიის მოწყობა იგეგმება. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით აუქციონი უკვე გამოცხადდა. გამარჯვებულმა ინფრასტრუქტურის მოწყობა 2 წელში უნდა დაასრულოს და 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა შესაბამის პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, კაფეტერია – სიმაღლე – არანაკლებ 4მ, სიგანე – არანაკლებ 10 მ და სიგრძე – არანაკლებ 20 მ; სასტუმრო -სიმაღლე- არანაკლებ 4 მ, სიგანე – არანაკლებ 10 მ, სიგრძე – არანაკლებ 20 მ.

ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

GBC.GE 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.