ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნა. ადმინისტრაცია წელს მინიმუმ 10%-იან ვიზიტორთა ზრდას ვარაუდობს. იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
რაც შეეხება ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, ნაკრძალის დირექტორის განცხადებით, ხის კენწეროების პროექტირებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ივნისში დასრულდება. გიორგი სულამანიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედმეგ ვიზიტორთა რიცხვი 200 ათასამდე გაიზრდება.
,,ფაქტობრივად, ნელ-ნელა იმატებს ტემპი. წელს გაცილებით მეტი ტურისტი იქნება, ვიდრე შარშან. პროცესები გვაჩვენებს, რომ წელს მინიმუმ 10%-იან ზრდას ველოდებით. ცხადია ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ყველა ელოდები რა პროცესშია ხის კენწერობის პროექტი, რომლის პროექტირებაზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. მაგ დროს გვექნება ხარჯთაღრიცხვა და ვიზუალური ნაწილი. ამ პროქეტის განხორციელების შემდეგ ტურისტების რაოდენობა ვფიქრობ 200 ათასამდე გაიზრდება. პროექტის მიხედვით ხის კენწეროების ბილიკი მოიცავს საჰაერო ბილიკს, კოშკურებს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. “- ამბობს სულამანიძე.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს ნაკრძალს 57 ათასი ვიზიტორი ეწვია, აქედან 14 ათასი უცხოელი დამთვალიერებელი იყო.
imedinews.ge