2020 წლიდან ამერიკაში ყველი სულგუნი გაიყიდება. როგორც ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, სულგუნთან ერთად ამერიკის ბაზარზე შებოლილი და იმერული ყველის გატანაც იგეგმება.
„ლაგოდეხში სულგუნის ქარხანა USAID-ის თანადაფინანსებით აშენდა. ქარხნის მშენებლობაში ჩემმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში 300 000 დოლარამდე თანხა ჩადეს, რომელიც ევროსტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის ქარხანა იქნება. პირველ პროდუქციას ამერიკაში 2020 წლის იანვრიდან ველოდებით. ქარხანაში 3 ტონიდან 5 ტონამდე რძის გადამუშავება იგეგმება. ყველი ქართულ ბაზარზეც შემოვა.
საწარმო ჯამში 100 ადამიანს დაასაქმებს“ – განაცხადა ჩხეიძემ.
bm.ge