ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა 2022 წელი „ბიზნესპარტნიორთან“ შეაფასა და განაცხადა, რომ პანდემიური წლების შემდეგ წელს ტურისტული სექტორი სრულად აღდგა.
„პანდემიის გამო მუშაიბას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ 2020 წელს Hilton Garden inn.-ი დავხურეთ და 2021 წლის ბოლოს გავხსენით. თუ შევაჯამებთ წელს, კარგი შედეგებია, დააახლოებით 45-47%-იანი დატვირთულობაა, რაც პირველი წლისთვის ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემს კონკურენტებს საუკეთესო შედგები აქვთ, საბოლოოდ კი გავაქვს იმის თქმის საშუალება, რომ წელს ტურისტული სექტორი სრულად აღდგა“-აცხადებს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.
Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.
business-partner.ge