ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში DOUBLE TREE-ს საინვესტიციო ღირებულება $35 მლნ-მდე გაუძვირდა
„რედიქს ჯგუფი“ აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობას 2024 წელს დაასრულებს. სწორედ ეს ვადა აქვს ჯგუფს სახელმწიფოსთან შეთანხმებული. თუმცა, დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს 5-6 თვით სამუშაოების გახანგრძლივება. შესაბამისად, სასტუმრო 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში გაიხსნება.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, მშენებლობა დამთავრებულია. ამჟამად შიდა ფასადების მოპირკეთება მიმდინარეობს.
„აბასთუმანს ვაკეთებთ. რთული პროცესია, ჩვენ არ გვინდოდა ბრენდის შემოყვანა, მაგრამ საბოლოოდ, გადავწყვტიეთ და „ჰილტონის“ DoubleTree-სთან მოვაწერეთ ხელი. DoubleTree რეზორტ მიმართულებაა. იცის მომხმარებელმა კარგად ეს ბრენდი. აქ თუ „ჰილტონ გარდენ ინია“, იქ DoubleTree გვექნება. ამან წაიღო ცოტა მეტი დრო. როცა ასეთ დიდ ბრენდთან აწერ ხელს, ეს ნიშნავს, რომ მაგათი სტანდარტები ყოველთვის კორექტირებას იწვევს დაიზანში და ეს არის პრობლემა, ცოტა ამან გაგვიგრძელა. თუმცა, ვმუშაობთ ინტენსიურად“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ჯგუფმა ნომრების რაოდენობა 160-მდე აწია. სასტუმროს 2000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია მხოლოდ სპას უკავია. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით,“რედიქს ჯგუფს“ პროექტი 15%-მდე გაუძვირდა და მისი საინვესტიციო ღირებულება $35 მილიონს მიაღწევს.
business-partner.ge