ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Le Figaro ნიკო ფიროსმანზე სტატიას აქვეყნებს და მას „თვითნასწავლ ჯადოქარს“ უწოდებს
24 აპრილი, 2019

ფრანგული გამოცემა “Le Figaro” ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით “ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა ელფერით”. სტატიის ავტორი ვალერი დიუპონშელი არლში, ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენის შესახებ წერს და მხატვარს “თვითნასწავლ ჯადოქარს” უწოდებს.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა პირველ მარტს გაიხსნა. ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. დამთვალიერებელი კოლექციიდან ისეთ შედევრებს იხილავს, როგორებიც „არსენალის მთა ღამით“, „ჟირაფი“ ,„რთველი“ და „გოგონა ბუშტით“ არის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთში ნიკო ფიროსმანის და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ექსპოზიციის ხილვას დამთვალიერებელი პირველი ივნისის ჩათვლით შეძლებს.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.