როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, წელს კახეთში მოსავლის რაოდენობა გასულ წელთან და განსაკუთრებით 2021 წელთან შედარებით, შემცირებულია.
„ყურძნის მოსავლის რაოდენობა კახეთში 200 ათასი ტონაზე მეტია, რაც წლევანდელი ჭარბი ნალექითა და რამდენჯერმე მოსული სეტყვითაა განპირობებული. რაც შეეხება რაჭას-საკმაოდ წარმატებულად დაიწყო რთველი. უკვე რამდენიმე ასეული ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია ჩაბარებული. ერთი კვირის ფარგლებში რაჭაში რთველი დასრულდება.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე განმარტებით, 20 ოქტომბრიდან რთველი დაიწყება ლეჩხუმშიც.
„რაჭაში ყურძენზე 4 ლარია სუბსიდია თუ კერძო სექტორი გადაიხდის 7 ლარს. ლეჩხუმში რთველი სუბსიდიის გარეშე ტარდება. საკმაოდ დიდია მოთხოვნა. ლეჩხუმში მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო - ტვიში და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სრულად მოხდება მოსავლის რეალიზაცია. ფასიც იქნება არანაკლები შარშანდელთან შედარებით“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
business-partner.ge