ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ლეგენდების სერიის" პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო! სერიის" პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
23 იანვარი, 2024

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა. GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით გაიმართება.

თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მოთამაშე და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მოთამაშეები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდათ - ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ GEO11-ის წინააღმდეგ ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ინტერის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი, არგენტინელები ესტებან კამბიასო და დიეგო მილიტო - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა - ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, შესაბამისად, მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გულშემატკივრებს საქართველოში მათი ხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცეთ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.