ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ლეოგრანდის» იურისტი: ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ
08 დეკემბერი, 2017

სასტუმრო "ლეოგრანდის: იურისტის კახა წერეთელის თქმით, ამ ეტაპზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და არ იცის დადგინდა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. "ეს არის გამოძიების გადასაწვეტი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხა ბევრი პირი, მფლობელი კი ჯერ არ დაუკითხავთ," -განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, დღეს დაღუპულების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, ისაუბრეს ბევრ საკითზე, მათ შორის კომპენსაციაზე.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.