ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ლეოგრანდის“ მეპატრონე: აღნიშნული სასტუმრო შეესაბამებოდა სტანდარტებს
28 ნოემბერი, 2017

ლეოგრანდის მეპატრონე ეროლ ავროგენი მწუხარებას გამოთქვამს 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამის შესახებ ავროგენმა დღეს, ბათუმში განაცხადა.

„11 ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდი მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების, ოჯახების წინაშე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საერთოდ არ გვიძინია. დღეს არის გლოვის დღე და გამომდინარე აქედან, მათ ოჯახებში მივალთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელი და საჭირო იქნება. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიციას, სახანძრო განყოფილებას, რომლებმაც ასე თავდადებით იმუშავეს. ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ლეოგრანდში დასაქმებული პერსონალი არ განთავისუფლდება სამსახურიდან და გააგრძელებენ მუშაობას. აღნიშნული სასტუმრო შეესაბამებოდა სტანდარტებს“,- განაცხადა ავროგენიმა.

ლეოგრანდში 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე დაიღუპა. მომხდარზე ამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.