1 დეკემბერს, ლექცია ღვინის კლუბში: გასხვლა და ზამთარი–გაზაფხულის სხვა სამუშაოები ვენახსა და მარანში
1 დეკემბერს, სამშაბათს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ ძალზე საინტერესო და საჭირო ლექციაზე. კლუბის დამფუძნებელი, მევენახე და მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი ისაუბრებს გასხვლაზე და ზამთარი–გაზაფხულის სხვა სამუშაოებზე ვენახსა და მარანში.
შეხვედრა გაიმართება ტრადიციულ ადგილას, ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია
