ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება
12 ივნისი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება.
ხიდის სიგრძე 170, სიგანე - 11 მეტრი იქნება.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 577 834 ლარით აფინანსებს.
სამუშაოებს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს.
ამჟამად, როგორც ქვეითი,ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომლის დემონტაჟი ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.