ქობულეთში 500 მლნ ლარისღირებულების პროექტის „გრინ რეზორთის“ მფლობელი, თბილისში, ლისზე ბიზნესცენტრის მშენებლობას გეგმავს. პროექტი დეველოპერული კომპანია LR Company-ის სახელით განხორციელდება და მასში დაახლოებით 65-70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
როგორც LR Company-ის ხელმძღვანელი გიორგი შერაზადიშვილი „კომერსანტთან“აცხადებს, ბიზნესცენტრი 4 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსდება. ამჟამად. პროექტი საწყისს ეტაპზეა. პარალელურად ფინანსების მოძიების პროცესიც მიმდინარეობს. ამის შემდეგ, კომპანია თბილისის მერიაში მშენებლობის ნებართვისთვის განაცხადს შეიტანს.
„პროექტის დაწყების თარიღი კი, ფინანსების მოძიებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი,“-აღნიშნავს შერაზადიშვილი.
დეველოპერული კომპანია LR Company-ი ჩეხურ-სლოვაკური ინვესტიციით 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელების მიერ,ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს.
commersant.ge