ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ლოლაძეების“ ღვინო - „ორ წელიწადში 60 000 ბოთლამდე ღვინის წარმოებას ვგეგმავთ“
14 აგვისტო, 2017

„ლოლაძეების“ ღვინო ძმების მიერ დაფუძნებული საოჯახო ბიზნესია. კომპანია 2012 წელს გიორგი და ერეკლე ლოლაძეებმა დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლოლაძე აცხადებს, ორ წელში კომპანია 60 000 ბოთლამდე ღვინის წარმოებას გეგმავს.

გიორგი ლოლაძის განცხადებით, ამჟამად მათი ღვინო თბილისში სხვადასხვა მაღაზიაში შედის. კომპანია ამ ეტაპზე 3 000 ბოთლს აწარმოებს.

„ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია ერთი და იგივე მევენახეებთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც თავად მოყავთ მოსავალი და ჩვენ მათგან ვყიდულობთ ყურძენს.

ამჟამად ჩვენი ღვინოს თბილისში სხვადასხვა მაღაზიაში ვყიდით, თუმცა არ შეგვაქვს ქსელურ მაღაზიებში, რადგან ჩვენ დიდი ოდენობით ღვინოს ჯერ არ ვაწარმოებთ.

ამ ეტაპზე წლის განმავლობაში დაახლოებით 3 000 ბოთლს ვაწარმოებთ, თუმცა წელს ამ რაოდენობის 10 000-მდე გაზრდა გვსურს. საბოლოო ჯამში, კი ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში, რომელიც 2019 წლისთვის იქნება მზად, 60 000 ბოთლამდე ღვინის წარმოებას ვგეგმავთ.“ - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, „ჩვენი ღვინის ფასები მაღაზიებში 25-დან 35-ლარამდე, ხოლო ბარებში 30-დან 45-ლარამდე მერყეობს.

''ამ ეტაპზე ორი ტიპის ხაშმისა და მუკუზანის საფერავს ვაწარმოებთ, აგრეთვე კახურ მწვანეს. ყოველ წელს ექსპერიმენტებს ვატარებთ და თუ ჩავთვლით, რომ ის შესაძლოა წარმოებაში ჩაეშვას, შემდგომ უკვე ვუშვებთ მას.

ახალი საწარმო რომელიც 2019 წელს გვექნება ის ღვინის ხარისხსაც გააუმჯობესებს და წარმოებასაც გაზრდის. როდესაც ჩვენ წარმოებას გავზრდით ღვინის ექსპორტზე გატანის შანსიც გვექნება.“ – აცხადებც გიორგი ლოლაძე. 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.