მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა.
ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით 119-ე ადგილს იკავებს.
გაუმჯობესება თითქმის ყველა კომპონენტში: საბაჟო (2.42 ქულა); ინფრასტრუქტურა (2.38 ქულა); საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა); ლოგისტიკური შესაძლებლობები (2.26 ქულა); დრო (2.95 ქულა).
მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს.
www.travelingeorgia.ge