ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
LOPOTA LAKE RESORT & SPA–ს ბიზნესდაჯილდოების საპატიო ჯილდო გადაეცა
20 დეკემბერი, 2021

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ჟიურის გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო Lopota Lake Resort & Spa–ს გადაეცა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში, დაასაქმა უამრავი ადამიანი და განავითარა ინფრასტრუქტურა. 

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით. 

რეზორტის წარმატებამ კი გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, დაანახა ხალხს მისი ტურისტული პოტენციალი და დღეს უკვე კახეთი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ლოპოტას განვითარების და წარმატების ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია კერძო ინიციატიავას. 

Lopota Lake Resort & Spa 2008 წელს დაარსდა როგორც 7-ოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო და უკვე 15 შენობისგან შემდგარ პრემიუმ კლასის კომპლექსს წარმოადგენს, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია. რეზორტის წარმატებამ გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონის ტურისტულ მიმართულებას.

„თავდაპირველად, პროექტს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მის დამფუძნებელს გოგა მაისურაძეს შორეული გეგმები ჰქონდა, ემსახურა კიდეც ამ მიზნებს სიცოცხლის ბოლომდე და ლოპოტა ქვეყნის გამორჩეულ ადგილად აქცია!

ჩვენი მზარდი ოჯახი უკვე 300-ზე მეტ წევრს ითვლის, ზოგიერთი მათგანი ჩვენთან პირველივე დღეებიდანაა, ზოგიერთი კი მოგვიანებით შემოგვიერთდა და დღეს ჩვენთან ერთად ქმნის განვითარების ახალ საფეხურებს. მადლობა თითოეულ მათგანს მიღწეული შედეგისთვის.

ჩვენ განვაგრძობთ სიახლეების შემოთავაზებას, რეგიონის და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას! მადლობა „თიბისის“ ბიზნესის წამახალისებელი ამ დაჯილდოების შექმნისთვის და ჩვენი მიღწეული შედეგების დაფასებისთვის!“– წერს კომპანია ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო  მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.