ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Lopota Spa Resort & Spa-ს დატვირთვა წლიურად 60%-ით შემცირდა - გენმენეჯერი
09 დეკემბერი, 2020

"კვირის განმავლობაში Lopota Spa Resort & Spa-ს დატვირთვა საშუალოდ 12%-ია", - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დასვენების დღეებში არსებული დატვირთვა მთელი კვირის დაბალ დატვირვას ვერ აბალანსებს.

„პარასკევი-შაბათი სასტუმროს დატვირთულობა უფრო მაღალია -  30%-მდეა ხოლმე, ვიდრე კვირის სხვა დღეებში. შუა კვირაში დატვირთვა იმდენად დაბალია, რომ "ვიქენდი" ვერ აბალანსებს და მაღალ მაჩვენებელს ვერ გვაძლევს. საშუალო დატვირთვა, დაახლოებით, 12%-ია“, - აცახადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

კითხვას - ექნება თუ არა სასტუმროს მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები, სასტუმროს ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „კოვიდ-შეზღუდვებიდან გამომდინარე რისი საშუალებაც გვექნება, იმას გავაკეთებთ“.

მისივე ინფორამციით, დღეისთვის Lopota Spa Resort & Spa დაბალი დატვირთვის მიუხედავად 120-მდე ადამიანს ასაქმებს. ის ასევე ამბობს, სასტუმროს დატვირთვა წლიურად 60%-ითაა შემცირებული, რაც კიდევ უფრო მეტად შემცირებულ შემოსავლებს გულისხმობს.

„დატვირთულობა წლიურად 60%-ით შემცირდა. ეს შემოსავლებზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად აისახოს, რადგან საფასო სეგმენტი ბევრად უფრო დაბალი გვაქვს, ვიდრე მაღალი დატვირთვის პირობებში, პანდემიამდე გვქონდა, რადგან შექმნილი ვითარების გამო, სასტუმროში განთავსების ღირებულება ზაფხულში - 30%-ით, ახლა კი 40%-ით შევამცირეთ. ამიტომ როდესაც დატვირთვა 60%-ით იკლებს, შემოსავლები კიდევ უფრო მეტით მცირდება“, - აღნიშნა Lopota Spa Resort & Spa-ს გენერალურმა მენეჯერმა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.