ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ლოპოტა სპა რეზორტსი“ ზაფხულში ორ ახალ ობიექტს გახსნის
25 იანვარი, 2021

„ლოპოტა სპა რეზორტსი“ ფართოვდება. 2021 წლის ზაფხულში კომპანია კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიან სასტუმროს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ლოპოტა სპა რეზორტსის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, ივნისში გაიხსნება სასტუმრო, ივლისში კი აზიური ტიპის რესტორანი.

„დამატებით ათვისებული იქნება 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთული იქნება ე.წ ლუქსებით, ექნება თავისი აუზი. იგივე ტერიტორიაზე გაიხსნება რესტორანიც, - აცხადებს ღლიღვაშვილი.

კომპანია პანდემიის მიუხედავად, განვითარებას არ წყვეტს, რადგან კომპანიას საინვესტიციო პროექტები ცალკე ჰქონდა გატანილი და პროექტს საბანკო სესხით ახორციელებს.

„განვითარების კონკრეტულ ნაწილს პანდემია არ შეხებია, გავაგრძელეთ მშენებლობა და განვითარება. თუმცა, ის შემოსავალი, რასაც ახლა ვიღებთ, არის თავის გადარჩენა და არანაირ რეინვესტირების და განვითარების საშუალებას არ გაძლევს, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე 2006 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიაზე უკვე მოქმდებს 14 კორპუსი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.