“ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, კომპანია მომავალი წლის გაზაფხულზე კომპლექსის ტერიტორიაზე აზიურ რესტორანს გახსნის.
მისივე ინფორმაციით, წელს კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიანი სასტუმრო გახსნა. განხორციელებული ინვესტიცია კი 7 მილიონი ლარია.
„დამატებით ათვისებული იქნება 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთულია ე.წ ლუქსებით, აქვს თავისი აუზი. იგივე ტერიტორიაზე გაიხსნება რესტორანიც," - აცხადებს ღლიღვაშვილი.
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონი მიუხედავად პანდემიიისა აქტიური იყო.
„პანდემიური წელი ჩვენთვის არ ყოფილა, მთელი სეზონის განმავლობაში 2019 წლის მაჩვენებლებს გადავაჭარბეთ,“-აცხადებს ღლიღვაშვილი.
მისივე ინფორმაციით, დამსვენებლების 50% ადგილობრივები, 50% კი უცხოელები იყვნენ.
„ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე 2008 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიაზე უკვე მოქმდებს 14 კორპუსი.
business-partner.ge