ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლოპოტა სპა რეზორტი – რუსი ტურისტები ტოპ ხუთეულში შედიოდნენ, თუმცა განსაკუთრებულად დიდ ზარალს არ ველოდებით
15 ივლისი, 2019

მეოთხე დღეა, რუსეთ-საქართველოს შორის ავია მიმოსვლის შეწყდა. “კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აისახა ავიაემბარგო კახეთი რეგიონის, ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ ობიექტზე “ლოპოტა სპა რეზორტზე“.  სასტუმროს გენერალური მენეჯერი ანდრეი ვლასოვმა ტურისტების მიერ ბოლო პერიოდში გაუქმებული ჯავშნების კონკრეტული რაოდენობის დასახლებისგან თავი შეიკავა თუმცა, გვითხრა ის, რომ სასტუმროს ჯავშნების რაოდენობით, რუსეთი ტოპ ხუთეულში შედიოდა.

„როგორც სასტუმრო ინდუსტრიის დიდი ნაწილისთვის, ასევე „ლოპოტა სპა რეზორტისთვისაც“ რუსეთი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩვენი სასტუმროს ჯავშნების რაოდენობით, რუსეთი ტოპ ხუთეულში შედიოდა. რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნის გაუქმების მაჩვენებელი მოცემულ მომენტამდეც საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, ცხადია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო,  ამ ქვეყნიდან ჯავშნების გაუქმების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“, – განაცხადა ანდრეი ვლასოვმა.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმრო ახალი ბაზრის ათვისების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა რუსეთ-საქართველოს ავიაემბარგომ სასტუმროს დიდი ზარალი არ მიაყენოს.

„ჩვენი სასტუმრო განაგრძობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე მუშაობას და ასევე უფრო აქტიურად აპირებს ახალი პოტენციური ბაზრების ათვისებას. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებულად დიდ ზარალს რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით არ ველოდებით. ამასთანავე, იმართება შეხვედრები კერძო სექტორსა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რათა უკეთ განისაზღვროს, თუ რა ქვეყნებზე უნდა მიიმართოს უფრო აქტიური მარკეტინგული სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყანამ აითვისოს დამატებითი ტურისტული რესურსი მთელი მსოფლიოდან“, – აცხადებს ანდრეი ვლასოვი.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.