ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Lufthansa-მ ფრანკფურტი-ბაქოს პირდაპირი ფრენები განაახლა და ფრანკფურტი-თბილისი-ბაქო-ფრანკფურტის რეისები შეაჩერა
14 დეკემბერი, 2021

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Lufthansa-მ  ფრანკფურტიდან ბაქოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები განაახლა.

ზაფხულში Lufthansa ბაქოს მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოკლე გაჩერებით ასრულდებდა, ნოემბრიდან კი ავიაკომპანიამ ფრანკფურტსა და ბაქოს შორის ფრენები აღადგინა. შესაბამისად Lufthansa-ს რეისები, კონცეფციით ფრანკფურტი-თბილისი-ბაქო-ფრანკფურტი შეწყდა. 

დღეს კი ფრანკფურტი-ბაქო-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, Airbus A320-ით ფრენები კვირაში 4 სიხშირით სრულდება. 

„ჩვენ, Lufthansa Group-ი თანდათან ვაფართოებთ ჩვენი ფრენების გეოგრაფიას და სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ბაქოდან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ბაქო-ფრანკფურტის მარშრუტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით, რომ კვლავ მივესალმებით მომხმარებლებს რეისებზე რეისებზე” – განაცხადა Lufthansa Group-ის გენერალურმა დირექტორმა უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში კარსტენ ცანგიმ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.