ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“M2” 2020 წელს ქუთაისში სასტუმროს გახსნის
06 მაისი, 2019

“m2”-ის გენერალური მენეჯერის მოადგილის, თამარ გულედანის განცხადებით, ქუთაისში m2 ახალ სასტუმროს, „Ramada Encore”-ს 2020 წლისთვის გახსნის. გულედანის ამბობს, რომ ქუთაისს ტურიზმის სექტორში დიდი პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომ კომპანია 30 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„m2 მისი სასტუმროების განვითარების მიმართულებაში აუცილებლად ხედავს ქუთაისს, სადაც მაღალი კლასის საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო აუცილებლად უნდა იყოს. ქუთაისი ის ქალაქია, რომელსაც უდიდესი ისტორიული და კულტურული ტრადიციები აქვს. მსოფლიოს 10 უძველეს ქალაქში შედის და ტურისტული პოტენციალი ცხადია უდიდესია. ქალაქი შესაძლოა მოგზაურების ჰაბად გადაიქცეს ღონისძიებების და კონფერენციების ჩასატარებლად. ასევე რამდენიმეჯერ არის გაზრდილი ტურისტული მიმართულება და მგზავრთნაკადი აეროპორტში, ამას ყველა დეველოპერული კომპანია ხედავს. ამიტომაც 2020 წელს ჩვენ შევხვდებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის „Ramada Encore“-ის სასტუმროთი, რომელსაც 121 ნომერი ექნება და 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მისივე თქმით, მშენებლობის პროცესი ქალაქის ცენტრში უკვე მიმდინარეობს, ბრენდთან მოლაპარაკებაც დასრულებულია, შესაბამისად 1 წელიწადში სასტუმრო უკვე შეძლებს პირველი სტუმრის მიღებას.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.