ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
m²-მა გუდაურში სასტუმრო შეიძინა
08 მაისი, 2018

კომპანია „m² უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს.

m²-მა მშენებარე სასტუმრო $7,2 მლნ-ად შეიძინა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m² უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას წელს, ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, შეძლებს.

სასტუმროების ქსელის განვითარება m²-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

კომპანიია m² 3 წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ m² ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტ გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია „m² უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.