ქართული ღვინო ყოველთვის ცნობისმოყვარეობას აღძრავდა თავისი უნიკალური თვისებებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და ბოლო წლებიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე. თუმცა ეს მზარდი ინტერესი არ აძლევს ქართველ მეღვინეებს მოდუნების უფლებას. აუცილებელია საყურადღებო კონკურენტული უპირატესობის პოვნა, რითაც მომხმარებელი ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე იხელმძღვანელებს ღვინის შერჩევისას. ამ კონკურენტულ უპირატესობას მიაგნო კომპანიამ Madamwine-მა.
"ეს არის ღვინო შექმნილი ქალებისთვის ქალების ხელით. ღვინის დაყენება ყოველთვის მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება, მაგრამ ქალბატონმა მანანამ, რომელიც Madamwine - ს ხელმძღვანელობს და მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელიცაა, ასოციაციის სხვა წევრ ქალბატონებთან ერთად ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. მისი ღვინოები გემოვნურ თვისებებთან ერთად გამოირჩევიან საინტერესო სახელებით და ამბებით, რომელსაც ეს სახელები გვიყვებიან. (" Lovely Woman - სამაისო", "Coquette - სახალისო" ," Housewife - სადიასახლისო "," Rose - სავარდო " "დალოცვილი კახური“). თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი და ძალა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, ასეთი ღვინის შექმნა მარკეტინგულად გამართლებული ნაბიჯია. ეს არ გამოეპარათ უცხოელ ინვესტორებს და Madamwine - ს ღვინოების დეგუსტაცია განიზრახეს. ამ შეხევდრაში თანაორგანიზატორის როლში მონაწილება მიიღო ასევე BPN Georgia - მ და სიამოვნებით დაუთმო საკუთარი სივრცე Madamwine - ის და სხვა მეღვინე ქალთა პროდუქტების პრეზენტაციას, მათი ცნობადობის გაზრდას და ხელი შეუწყო მათ კომუნიკაციას უცხოელ პოტენციურ ინვესტორებთან. ქალბატონი მანანა BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეა, ხშირად სარგებლობს ორგანიზაციის კონსულტაციით და აქვს საკუთარი ბიზნესის განვითარების და ექსპორტზე გატანის ნათელი ხედვა," - აღნიშნულია ბიზნესპლატფორმა BPN Georgia - ს ვებპორტალზე.
Madamwine-ი ღვინოს უნიკალური ჯიშებისგან მზადდება. ამ მიმართულების წარმოება მანანა ახვლედიანმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაზრის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ღვინო სპეციალურად ქალებისთვის არ არსებობდა.
,,მივხვდი, რომ ამ კუთხით ქალთა სეგმენტი აუთვისებული იყო. სპეციალურიად ქალებისთვის განკუთვნილი ღვინო არ არსებობდა. გადავწყვიტე შემექნა ღვინის ხაზი სხვადასხვა ხასიათის ქალებისთვის, მაგალითად თინეიჯერებისთვის, დიასახლისისთვის, ბიზნეს ლედისთვის. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა კარგი სიახლე ამ სფეროში. ერთი წელია დავაარსე კომპანია, სადაც დასაქმებულები არიან მხოლოდ ქალები და ამზადებენ ღვინოს მხოლოდ ქალთა სეგმენტისთვის. ამ ეტაპზე ვართ შვიდი ადამიანი და ვაწარმოებთ 5 სახის ღვინოს“, – ამბობს მანანა ახვლედიანი.
კომპანიას ორგანიზაციას ფინანსური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა "იბიარდმა" (EBRD) გაუწია. დაგეგმილიასა სპეციალური შატოს შექმნა ქალებისთვის. შატო იმუშავებს კახეთში, სადაც ქალბატონებს შეეძლებათ, როგორც ღვინის დაგემოვნება, ასევე საღამოს საათებში განტვირთვა.
მანანა ახვლედიანი გეგმავს, რომ სამომავლოდ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიყოდოს. "მადამ ვაინი" ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დააგემოვნეს.
,,ღვინო ქალებისთვის უკვე გავიტანეთ ესტონეთსა და ფინეთში სულ 80 ყუთი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მოლაპარაკება მაქვს პოლონეთთან და ჩეხეთთან, სამომავალოდ ვგეგმავ მოლაპარაკებას, რათა მონაწილეობა მივიღოთ ლონდონში ღვინის გამოფენაზე. დაინტერესებულია ყაზახეთი, უკრაინა და ჩინეთიც“, - ამბობს ბიზნესლედი.
წყარო: bpn. ge